ანონსი 27 იანვარი

ანონსი  27 იანვარი

27 იანვარს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

27 იანვარს, 10:30 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრების და სახელმწიფო რწმუნებულების მონაწილეობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა (ონლაინ ფორმატში) გაიმართება.

დარბაზი N304 (A კორპუსი, III სართული)

27 იანვარს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

27 იანვარს, 12.00 საათზე, ირანის საელჩოსთან გაიმართება აქცია ირანში საქართველოს მოქალაქეების, ტრაილერის მძღოლების, უკანონო დატყვევების გასაპროტესტებლად.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.80

საკონტაქტო პირი: გიორგი გაბედავა - 574 37 04 73

27 იანვარს, 12:00 საათზე, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გამართავს ბრიფინგს თემაზე: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აგრძელებს გელათის ნგრევის ხელშეწყობას.

მის: სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო:577624445

27 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

27 იანვარს, 12:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - რას შეიძლება, ველოდოთ აღსრულებასთან დაკავშირებით?

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 იანვარს, 12:30 საათზე, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემას გააპროტესტებენ.

მის.: დიმიტრი უზნაძის N52

საკონტაქტო: 593616102

27 იანვარს, 14:00 საათზე, ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით ონლაინ ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება გადაიცემა პირდაპირ ეთერში: https://www.facebook.com/CoEOfficeinGeorgia https://www.facebook.com/OmbudsmanofGeorgia.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა, ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი.

საკონტაქტო: ნათია ქანთარია -555 633 543

27 იანვარს, 14:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ერთერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ გააკეთებს საგანგებო განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტთან დაკავშირებით.

27 იანვარს, 18:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ:

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)