ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 131 ადამიანს ჩაუტარდა და 33-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით სულ 2 705 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 65 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

























