ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 2020 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 2020 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის მიერ ცხინვალში გადასვლის ფაქტის შესახებ იუწყება, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია მიზანმიმართულად დატოვა და ე.წ. რესპუბლიკაში შემდგომში დარჩენის მიზნით გადავიდა.

„2020 წლის 28 დეკემბერს ახალგორის რაიონის სოფელ ახმაძის ტერიტორიაზე საზღვრის დარღვევის გამო დააკავეს საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები 1993 წელს დაბადებული ბექა ფარჩუკაშვილი“ , - ნათქვამია ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, გაირკვა, რომ საქართველოში კოვიდ-19 ინფექციის პანდემიის პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილი გაუსაძლის მდგომარეობაშია და ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზეა, ხელისუფლება კი დაკავებულია პოლიტიკური ბრძოლით. ფარჩუკაშვილის დიდი ხანი უშედეგოდ ეძებდა სამსახურს, რის შემდეგაც მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი გადაკვეთა.

დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, დაკითხვისას მან განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებასა და ამის სადემონსტრაციოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთი დახია.