ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობის აპარატის ახალი „ხელმძღვანელი“ დანიშნა

ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობის აპარატის ახალი „ხელმძღვანელი“ დანიშნა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის „თანამდებობაზე“ ამაზატ ჩამოკოვი დანიშნა. როგორც ბიბილოვმა დღეს გამართულ „მთავრობის სხდომაზე“ განაცხადა, ჩამოკოვის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

„აზამატ რუსლანოვიჩი ამ სფეროში უკვე დიდი ხანია მუშაობს. ის არის წიგნიერი ადამიანი, კარგი განათლებით,“- აღნიშნა ბიბილოვმა.

ამაზატ ჩამოკოვი „მთავრობის აპარატში“ 2013 წლიდან მუშაობს. „აპარატის ხელმძღვანელის პოსტზე“ ის ოლეგ გაგლოევს ჩაანაცვლებს, რომელსაც ეს „თანამდებობა“ 7 წლის განმავლობაში ეკავა.