ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 634 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი პასუხი 150-ს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 92 პაციენტია მოთავსებული, მათგან 86 კოვიდ 19-ის დიაგნოზით. 20 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 36 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 24, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში კი- 40 პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 825 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 117 პაციენტი, 6 872 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

























