ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 76 ადამიანს ჩაუტარდა და 13-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ით სულ 2 280 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 515 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

























