ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა

ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. „პრეზიდენტის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბჟანია „სოხუმის რეზიდენციაში“ თვითიზოლაციაში იმყოფება და „მოვალეობის“ შესრულებას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, აფხაზეთში, საერთო ჯანში, კორონავირუსის 8 459 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 108 და გამოჯანმრთელებულია 6 726 ადამიანი.