ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. „პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა,“- აცხადებენ ბიბილოვის „ადმინისტრაციაში“.
რუსული მედიის ინფორმაციით, „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ „ვიზიტის“ დეტალებზე არ საუბრობენ.

























