ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის მანძილზე ჩატარდა 443 ტესტი.
საერთო ჯამში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 7871 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 102 ადამიანი დაიღუპა, 6003 პაციენტი კი - გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 116 ადამიანია მოთავსებული, მათგან 92 კოვიდ 19-ის დიაგნოზით. 32 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული.

























