ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის მანძილზე ჩატარდა 413 ტესტი.
საერთო ჯამში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 7704 შემთხვევა გამოვლინდა. 101 ადამიანი დაიღუპა. გამოჯანმრთელდა 5724 პაციენტი.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 107 ადამიანია მოთავსებული, მათგან 91-ს აქვს COVID-19-ის დიაგნოზი. 28 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 23 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული.

























