ანონსი 18 დეკემბერი

ანონსი 18 დეკემბერი

18 დეკემბერს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური, პროექტის "მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს წარადგენს.

მის: გულუას ქ. N10 (შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა)

18 დეკემბრს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

18 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების თემაზე მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრთან“ ერთად ​აქცია-პერფორმანსს გამართავს და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს მიმართავს.

მის: რუსთაველის 8

საკონტაქტო: 599437403

18 დეკემბერს, 11:30 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში ,ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

მის:აკ.წერეთლის გამზ.144 , მერვე სართული

საკონტაქტო: 599 04 47 12

18 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე N8 პენიტენციური დაწესებულების დაკავებული ორ თანამშრომლის სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 დეკემბერს, 13:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გამართავს ონლაინ კონფერენციას - ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების გაძლიერება. (Zoom, live stream IDFI-ს Facebook გვერდზე)

18 დეკემბრს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი,V სართული)

18 დეკემბრს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)