ანონსი 16 დეკემბერი

ანონსი 16 დეკემბერი

16 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაშვილი სამინისტროს 2020 წლის ანგარიშს წარადგენს და მედიის კითხვებს უპასუხებს.

მის: მაშალ გელოვანის 6, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობა.

16 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ. შარტავას #7

საკონტაქტო: ლანა ქარდავა - 577 15 85 72

16 დეკემბერს, 11:30 საათზე, კორნელი სანაიას #43-თან (აფრიკის დასახლება, ქიზიყის ქუჩის მიმდებარედ), „ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

16 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16 დეკემბერს, 17:00 საათზე, გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში მივლენ.