ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტი გასულ-დღე ღამეში 457 ადამიანს ჩაუტარდა.

ამავე ინფორმაციით, 9 დეკემბერს, გუდაუთის კოვიდ - საავადმყოფოში 58 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 93 ადამიანი გადის, მათგან 84-ს COVID-19 აქვს დადასტურებული. 15 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 31 პაციენტია COVID-19 დადასტურებული დიაგნოზით.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 6924-ს შეადგენს. 93 ადამიანი გარდაიცვალა. 5096 პაციენტი განიკურნა.