ანონსი 11 დეკემბერი

11 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ორგანიზაციის წევრებთან ერთად აქცია-პერფომანსს გამართავს.
მის: რუსთაველის 8
საკონ: 599437403
11 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის შენობის უკან პარტია ,,პროგრესული საქართველო'' მოთხოვნით: "არ შევიდეს არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია პარლამენტში" აქციას გამართავს.
11 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან "ლეიბორისტული პარტია" აქცია-პერფომანსს გამართავს.
11 დეკემბერს, 12:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიები, საქართველოს პარლამენტში, პარტიული სიების და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავაშირებით მემორანდუმს ხელს მოაწერენ.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08; თორნიკე დიასამაძე 597 04 06 08
11 დეკემბერს, 12:00 საათზე, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)
11 დეკემბერს, 15:00 საათზე, "ნაციონალური მოძრაობა" ცესკოში სიის ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებას შეიტანს.
11 დეკემბერს, 16:00 საათზე, სილამაზის სალონების და ესთეტიკური ცენტრების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, სადაც განიხილება პანდემიის პირობებში შექმნილი ფინანსური მდგომარეობა.
მის: ცოტნე დადიანის ქ.141
11 დეკემბერს, 18:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ ონლაინ დისკუსიას გამართავს თემაზე: „აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის 4 წლიანი დინამიკა“ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია.
საკონტაქტო: 599212123

























