ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 438 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი, მათგან 98-ს COVID-19 დაუდასტურდა, ნათქვამია მოხსენებაში, რომელსაც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 6815-ს შეადგენს, 92 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 5 004 პაციენტი.

ამ დროისთვის 101 ადამიანი სტაციონარულ მკურნალობას გადის გუდაუთის საავადმყოფოში, 18 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 32 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19 დადასტურებული დიაგნოზით 34 პაციენტი იმყოფება, ხოლო ოჩამჩირის საავადმყოფოში 23 პაციენტი.