ანონსი 10 დეკემბერი

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.
მის: ინგოროყვას 7
10 დეკემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
10 დეკემბერს, 11:00 საათზე, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და Asseco Georgia-ს ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება.
თემა: დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ მართვის ინოვაციური საინფორმაციო სისტემა დანერგა.
მის: 9 აპრილის ქუჩა, სასტუმრო „ციტრუსი“
საკონტაქტო: 598 21 31 41 თაკო
10 დეკემბერს, 11:00 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2019-2020 წლის საქმიანობის შეჯამება და ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები.
მის: ი. მოსაშვილის 24, მე-5 სართ
10 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი, პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა : პრესკონფერენციაზე მსჯელობა შეეხება პანდემიის ფონზე მედიცინის სფეროში დასაქმებულთა შრომით და უფლებრივ მდგომარეობას, გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები.
მის: ვაჟა-ფშაველას 1/43
საკონტაქტო: ირაკლი ამირანაშვილი - 591 41 09 94
10 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ანალიტიკოსი ნიკა მეტრეველი განცხადებას გააკეთებს.
თემა: საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონსულტაციები.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
10 დეკემბერს, 13:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრესკონფერენციას გამართავს და ქვეყანაში ადამიანის უფლბების მდგომარეობას შეაფასებს.
მის: აღმაშენებლის 150
10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიოდეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს. დეფიბრილატორების ბენეფიცირებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას უკავშირდება
მის: აკ.წერეთლის გამზ.144
10 დეკემბერს, 16:30 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ცენტრალურ ოფისში გაიმართება პარტიის პოლიტიკური საბჭოს გაფართოებული შეხვედრა, სადაც პარტიის ლიდერები საბოლოოდ შეჯერდებიან 11 დეკემბრის საერთო ოპოზიციური ღონისძიების დეტალებთან და ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
მის: სადგურის მოედანი 2.
საკონტაქტო: 577624445
10 დეკემბერს, 18.00 საათზე, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება

























