ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ე.წ. კოვიდ 19-სგან მოსახლეობის დაცვის შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 466 ადამიანს ჩაუტარდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 717 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 92 პაციენტი დაიღუპა, 4 976 კი - გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ვიდეო:ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა