ანონსი 9 დეკემბერი

9 დეკემბერს 12:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "სოციალური სამართლიანობისთვის" ოფისში, ექვსი პოლიტიკური პარტიის მემორანდუმის პრეზენტაცია გაიმართება.
თემა: "არასაპარლამენტო ოპოზიცია - ახალ პოლიტიკურ ძალთა პლატფორმა".
მის: გურამიშვილის გამზირი 17ბ.
9 დეკემბერს, 14.00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
9 დეკემბერს, 17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში გაიმართება „ღირსეული შრომის პლატფორმის" ონლაინ პრეზენტაცია ბმულზე: https://www.facebook.com/GeorgiaFairLabor .
ღონისძიებას გახსნიან: "ღია საზოგადოების ფონდის" დირექტორი ქეთი ხუციშვილი და Human Rights Watch-ის ახალი ალიანსებისა და პარტნიორობის ინიციატივის ხელმძღვანელი მაინა კიაი. ასევე ახალ ონლაინ პროდუქტებს "მოპარული ხელფასის გამომთვლელს" და „შრომის უსაფრთხოების მონიტორს" წარმოადგენენ "სოლიდარობის ქსელის" ხელმძღვანელი სოფო ჯაფარიძე და Human Rights Watch წარმომადგენელი ჯეფ ვიზე.
9 დეკემბერს, 18:30 საათზე, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის ინიციატივით, სახალხო მაჟორიტარის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება საქართველოში პირველი ონლაინ აქცია - „ვითხოვთ შრომის უფლებას!“ მანამდე ანა დოლიძე ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებს.
მის: პავლე ინგოროყვას 7
საკონტაქტო: 599437403
9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ გიწვევთ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად თემაზე: “საქართველო და ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა“. „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ონლაინ განხილვას მოდერატორობას გაუწევს.
სპიკერები:
- რედა შერიფი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსი ეკონომისტი • ფუად ჰასანოვი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსი ეკონომისტი,
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორი
- სელიმ ჩაქერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
- ბაქარ ფალავანდიშვილი, „ჯეოქეისის“ მკვლევარი, გამგეობის წევრი
ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია „ჯეოქეისის“ „ფეისბუქ“ გვერდის საშუალებით: https://bit.ly/3m6yeA8

























