ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ე.წ. კოვიდ 19-სგან მოსახლეობის დაცვის შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 446 ადამიანს ჩაუტარდა.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 619 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 91 პაციენტი დაიღუპა, 4 845 კი - გამოჯანმრთელდა.

























