ანონსი 3 დეკემბერი

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
3 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია განცხადებას გააკეთებს.
თემა: 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი - ეკონომიკის პერსპექტივა კოვიდშეზღუდვების ფონზე.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
3 დეკემბერს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი - ეკონომიკის პერსპექტივა კოვიდშეზღუდვების ფონზე
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
3 დეკემბერს, 12.00 საათზე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
3 დეკემბერს, 12:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები გიგლა მიქაუტაძე და ვატო სურგულაძე ბრიფინგს გამართავენ.
თემა: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება.
მის: სადგურის მოედანი 2
საკონტაქტო: 577624445
3 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე, კომპანია m2-ის წარმომადგენლებთან ერთად, ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულ პროდუქტების დროებით საცავს ეწვევა, სადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ბიზნეს სექტორის შემოწირულობით პროდუქტები გროვდება.
მის: აკაკი ბელიაშვილის 36. "ბაბილოს" გვერდით.
საკონტაქტო ლანა ქარდავა - +995577158572
3 დეკემბერს, 14:00 საათზე, „კოვიდ 19“-ით 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
3 დეკემბერს, 15:00 საათზე, საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას და შეუერთდებიან დიდი სავაჭრო ცენტრების მიმართავას პრემიერ მინისტრისა და ანტიკრიზისულ საბჭოს მისამართით.
მის: ილია ჭავჭავაძის 33.
საკონტაქტო: 577 71 71 08
3 დეკემბერს, 17:00 საათზე, ცესკოს სხდომა გაიმართება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.

























