ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია 25 ოქტომბრის შემდეგ,- შესაბამის მონაცემებს ე.წ. კოვიდ 19-სგან მოსახლეობის დაცვის შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 57 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 23-ის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 32 ინფიცირებული იმყოფება, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 092 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 84 პაციენტი დაიღუპა, 4 002 კი - გამოჯანმრთელდა.