ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 127 ადამიანს ჩაუტარდა და 18-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 1707 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა.