ოკუპირებული ცხინვალის სკოლების დაწყებით კლასებში სწავლა განახლდა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სკოლების დაწყებით კლასებში დღეიდან სწავლა განახლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკოლებში სწავლა მხოლოდ 1-4 კლასების მოსწავლეებისთვის განახლდა, ის მოსწავლეები კი რომლებიც უფრო მაღალ კლასებში სწავლობენ, სასწავლო პროცესს 15 დეკემბრამდე დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.
ბოლო მონაცემებით ცხინვალში კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული.

























