ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება გასულ დღე-ღამეში 296 პირს ჩაუტარდა.

ამავე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობამ 5024 - ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 3452 პირი, გარდაიცვალა საერთო ჯამში 60 ადამიანი.