ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული საკარანტინო ზომები 15 დეკემბრამდე ხანგრძლივდება

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული საკარანტინო ზომები 15 დეკემბრამდე ხანგრძლივდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო RES-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა მიიღო.
„ჩვენს სახელმწიფოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია სერიოზულია. აუცილებელია შეზღუდვის ზომების 15 დეკემბრამდე გახანგრძლივება,“- განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „შტაბის“ სხდომაზე.
მან საზოგადოებას მედიკოსების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

























