ასლან ბჟანია - გვსურს და წარმატება იქნებოდა, რომ 2023 წელს სოხუმის აეროპორტი აგვემუშავებინა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას 2023 წლიდან ვარაუდობს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის რეალიზება მოხდება და როგორც კეთილ საბჭოთა დროს, სოხუმსა და მოსკოვს შორის საჰაერო კავშირი დამყარდება. ამის რეალიზება შესაძლებელია. ჩვენ ამის რეალიზებას შევძლებთ. ამას რამდენიმე წელი დასჭირდება, ორი-სამი წელი. ჩვენ გვსურს და ეს იქნებოდა წარმატება, აეროპორტი 2023 წელს რომ აგვემუშავებინა“, - განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება უარყოფითად აისახა პროექტის განვითარებაზე.

























