ანონსი 28 ოქტომბერი

ანონსი  28 ოქტომბერი

28 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

28 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნება“ „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ორგანიზებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

მის: სასტუმრო “შერეტონ მეტეხი პალასში” (თელავის ქუჩა #20).

საკონტაქტო პირი: ბექა წიქარიშვილი - 599 50 38 76

8 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: არჩევნები - ზეწოლა ამომრჩეველზე.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 5 97 04 06 08.

28 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: ეროვნულ უმცირესობებში არჩევნების გაყალბებისთვის მზაობა, მობილიზება და კონკრეტული სცენარი.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

28 ოქტომბერს, 11:30 საათზე, უზენაესი საბჭოს არჩევნებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული მოძრაობის ვეტერანები და პარტია „თავისუფალი საქართველო“ ხელს მოაწერენ საგანგებო მემორანდუმს.

მის.: მერაბ კოსტავას ძეგლთან, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო: თენგიზ ომანიძე - 599 96 80 88

28 ოქტომბერს, 11.30 საათზე, ფოთში, „ევროპული საქართველოს“ შტაბში ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატის გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

მის: ფოთი, რუსთაველის რკალი #24

საკონტაქტო: ირაკლი კიკნაველიძე - 599006587

28 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

28 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ძაგანია დოლიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდება.

მის.: დოლიძის და პეკინის კუთხეში („ვენდისთან“)

საკონტაქტო: 579957665

28 ოქტომბერს, 13:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის.: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის საექსპერტო საზოგადოება გამართავს ბრიფინგს მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშორებით, რომელიც შეეხება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, წინასაარჩენო ტენდენციებსა და რეიტინგებს.

მის.: კოსტავას 75ბ (ყოფილი ტელეკომპანია „მზის“ შენობა)

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599881505

28 ოქტომბერს, 14:00 საათზე „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ახმეტაში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. 16:00 საათზე კი მოსახლეობას ყვარელში შეხვდება.

საკონტაქტო: 599062806

28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ.-ს მამის, თამაზ ხომასურიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართავენ და განცხადებას გააკეთებენ.

28 ოქტომბერს, 18:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გიმართება პოლიტიკური „ლელო საქართველოსთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გაიმართება.

მის.: პირველი რესპუბლიკის მოედანი.

საკონტაქტო: 577624445

28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობს და აქციას გამართავს.

მის.: ინგოროყვას #7