ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან დაინფიცირების 362 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 272 ადამიანი 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნიდან დღემდე, დაინფიცირდა.

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს წერილი გაუგზავნა, სადაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება რუსეთს კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ 150-ადგილიანი სამხედრო-საველე ჰოსპიტალის მოწყობას და სპეციალისტების გაგზავნას სთხოვს.