ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ სამი სოფელი დაიკავა

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ სამი სოფელი დაიკავა

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში კიდევ სამი სოფლის დაკავების შესახებ იუწყება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ საუბარია სოფლებზე - ხირმანჯიგი, აღბულაღი და ახულუ, რომლებიც ხოჯავენდის რაიონში მდებარეობს (სომხური დასახელება - მარტუნის რაიონი).

ხუთშაბათს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლებიდან დღემდე, ქვეყნის არმიამ არაღიარებულ რესპუბლიკაში კონტროლი 40-ზე მეტ სოფელზე დაამყარა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია 27 სექტემბერს დაიწყო.