ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია რეგიონისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცხინვალში, პანდემიის გავრცელების დროიდან, ინფიცირების 173 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 83 რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის, ანუ 15 სექტემბრის შემდეგ.

დე დაქტო ხელისუფლების ცნობით, ინფიცირებულების ნაწილს მკურნალობა საკუთარ სახლში უტარდება.