ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს. გარდაიცვალა კიდევ ორი პაციენტი.
ამავე ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსზე ტესტირება გასულ დღე-ღამეში 285 ადამიანს ჩაუტარდა.
საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 2343-ს შეადგენს. 854 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

























