თელავში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა. მას „მერსედესის“ მარკის მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

























