რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული 66 პირიდან 35 გამოჯანმრთელდა

რუსთავში, კორონავირუსით ინფიცირებული 66 პირიდან 35 გამოჯანმრთელდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 136 პირის საკვლევი მასალიდან, 116-ს არ დაუდასტურდა "კოვიდ-19", დარჩენილი ნიმუშების კვლევის შედეგები კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში სულ 66 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

























