აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 177 კოვიდ დადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა.

უწყების ცნობით, აჭარში მკურნალობას Covid კლინიკებში 460 პაციენტი გადის.

“ აჭარაში ბინაზე 1000 პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე",- აცხადებენ უწყებაში.