მერიის ინფორმაციით, ხელვაჩაურში 20-მდე მეწყრული პროცესი განვითარდა

მერიის ინფორმაციით, ხელვაჩაურში 20-მდე მეწყრული პროცესი განვითარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 20-მდე მეწყრული პროცესი განვითარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მათგან 10 სოფელ ახალშენში.

"ხოლო სოფელ ერგესთან დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მიწის მასის გამო, გადაადგილება შეფერხებულია",- აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

ცნობისთვის, უხვმა ნალექმა აჭარაში პრობლემები შექმნა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აჭარაში უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის, 30 - მდე გამოძახება ფიქსირდება.