ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1525-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ე.წ. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ - 19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 12-ს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი, 1946 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც 30 სექტემბერს მძიმე მდგომარეობაში გუდაუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, დღემდე რეგიონში კოვიდ - 19-სგან 558 ადამიანი განიკურნა.