ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ექიმის თქმით, სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"კლინიკაში 150 პაციენტია. რეანიმაციულ განყოფილებაში არის 24, აქედან 6 პაციენტი მძიმეა, ხოლო 7 ადამიანი მუდმივ რეჟიმში ღებულობს ჟანგბადს. „ცხელების ცენტრში“ რეანიმაციული საწოლების დამატება იგეგმება. დღეს საკარანტინო ზონაში 7 პაციენტი გადავა, სამი კი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, 10 ადგილი გათავისუფლდება",- აცხადებს კიკაბიძე.