სოფელ შროშაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სოფელ შროშაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: სოფელ შროშასთან ავარია მოხდა, არის მსხვერპლი