ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 142 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 142 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 142 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც კლინიკის ექიმმა გია კიკაბიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული.

"ამ დროისათვის ჩვენს კლინიკაში 142 პაციენტი გვყავს, ყველას სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება. 7 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და 8 პაციენტს კი მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება, ეს პაციენტებიც არიან მძიმედ",- აცხადებს გია კიკაბიძე.

იხილეთ ვიდეო: ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 142 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება