საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 70 წლამდე ასაკის იყო და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა

საჩხერის  საავადმყოფოს  დირექტორის  განცხადებით,   კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 70 წლამდე ასაკის იყო და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი მკურნალობის კურსს საჩხერის საავადმყოფოში გადიოდა.

70 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული „კოვიდ 19“-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს.

მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, -ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.