კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან ერთი რუსთავში დაფიქსირდა

კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან ერთი რუსთავში დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი რუსთავში დაფიქსირდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით მიმდინარეობს ეპიდკვლევა, წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

29 აგვისტოდან, დღემდე რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 50 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.