ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მედია ე.წ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საერთო ჯამში, 1054-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 311-ს შეადგენს. გარდაიცვალა 7 ადამიანი.
"კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში გადააჭარბა ათასს, ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა COVID-19- ით ინფიციირების 59 შემთხვევა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

























