კორონავირუსის 218 შემთხვევიდან, ორი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა

კორონავირუსით ინფიცირების 218 შემთხვევიდან, ორი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს „ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, ორი ინფიცირებულიდან, ერთი 60 წლის ქალია, რომელიც „კოვიდ 19“-ით ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა, მეორე კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ორივე ინფიცირებული რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“, თბილისში კოვიდმიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი.

























