ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობთ ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საერთო ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 955-ს შეადგენს, აქედან 285 გამოჯანმრთელდა, ხოლო შვიდი მოქალაქე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღის განმავლობაში 173 მოქალაქეს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი.

























