ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 175 პაციენტიდან 20 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 175 პაციენტიდან 20 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორნავირუსით ინფიცირებული 175 პაციენტიდან 20 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკის ექიმმა გია კიკაბიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 20-დან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გია კიკაბიძის თქმით, 6 პაციენტს კი ჟანგბადი მუდმივად მიეწოდება.

„კლინიკაში მოთავსებული 175 პაციენტიდან 20 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ექვსს ჟანგბადი სისტემატურად მიეწოდება.

134-ს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება", - აცხადებს გია კიკაბიძე.