ატენის ხეობაში, მთის კლდოვან ნაწილში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში, მთის კლდოვან ნაწილში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში, მთის კლდოვან ნაწილში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაიწვა ორ ჰექტარ ფართობზე არსებული ეკალბარდი, ბალახი და ბუჩქნარი.

მათივე ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა.