ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 179 შემთხვევიდან 16 ქუთაისში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 179 შემთხვევიდან 16 ქუთაისში დაფიქსირდა. ყველა ახალი ინფიცირებული „სკოლის კლასტერს“ უკავშირდება.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. გუშინ იმერეთის მასშტაბით 1226 ნიმუში გამოიკვლიეს.

























