ინფიცირების ახალი შემთხვევების გამო, სოფელ მატანში კარვები დადგეს, სადაც მოსახლეობის ტესტირება მოხდება

ინფიცირების ახალი შემთხვევების გამო, სოფელ მატანში კარვები დადგეს, სადაც მოსახლეობის ტესტირება მოხდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის 10-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სოფლის შესასვლელ-გასასვლელში დილიდან კარვებია მოწყობილი, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება.

პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით იგეგმება ყველა მცხოვრებისთვის ტესტირების ჩატარება.

პარალელურად ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ.

სოფელ მატანში Covid 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.

ინფიცირების წყარო ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა.

დაინფიცირებულები არიან ახალგაზრდა ბიჭის მშობლებიც.