კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 21 ქუთაისში გამოვლინდა

კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 21 ქუთაისში გამოვლინდა. მათგან, 19 სკოლის პირველადი კლასტერია, ორი შემთხვევა კი ქალაქში მოწყობილ კარავში გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნული ორი პირიც ირიბად 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორად კონტაქტს წარმოადგენს.
ამ დროისთვის ე.წ. სკოლის კლასტერი 50-მდე გაიზარდა.
იხილეთ ვიდეო: ქუთაისში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

























