ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თანამშრომელი რეგისტრატურაში მუშაობს. ეპიდემიოლოგიური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინფიცირებულმა პირმა კლინიკა დატოვა , ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების კვლევა მიმდინარეობა.

კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.